მიქაუტაძის „ვილიარეალის“ საშინაო მარცხი „სიტისთან“

0
16

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ შინ „მანჩესტერ სიტის“ შეხვდა და დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო.
სტუმრებიდან მე-17 წუთზე ანგარიში ნორვეგიელმა ერლინგ ჰოლანდმა გახსნა, ხოლო მე-40 წუთზე ბერნარდუ სილვამ ინგლისელები კიდევ უფრო დააწინაურა.
მიქაუტაძე 66-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „ვილიარეალმა“ მეორე თამაში წააგო. ესპანური გუნდი 1 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 30-ე ადგილზეა. „ვილიარელი“ ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს სტუმრად „პაფოსთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი