„დინამოს“ 19-წლამდელებმა უეფას ახალგაზრდულ ლიგაში ისევ მოიგეს

0
12

თბილისის „დინამოს 19-წლამდელთა გუნდმა უეფას ახალგაზრდული ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის 1/2-ნახევარფინალის პირველ მატჩში სტუმრად ლარნაკას აეკ-ი 4:3 დაამარცხა.
დავით გელაშვილის გაწვრთნილი გუნდიდან გოლები რეზი დანიელიამ, ალექსანდრე ჭოლოკავამ, ჰალიდ დოლტმურზიევმა (პენალტი) და თემურ ოდიკაძემ გაიტანეს.
„დინამომ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ჩოჩოშვილი, შათირიშვილი, ლომიძე, ხუციშვილი, დიაკონიძე ( გვაზავა, 81), ბერელიძე, ნათენაძე ( ელისაშვილი, 61), დანელია (ძნელაძე, 74), ოდიკაძე (დონკორი, 74), ჭოლოკავა (კვირიკაძე, 61), დოლტმურზიევი.
თბილისელები კვიპროსულ გუნდს 5 ნოემბერს უმასპინძლებენ.
ლაშა თაბაგარი