ლორთქიფანიძის სერია A-ში დებიუტი გოგლიჩიძის გუნდთან შედგა

0
10

დაჩი ლორთქიფანიძის დებიუტი იტალიის სერია A-ში შედგა. საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ნახევარმცველმა, რომელიც პირველ გუნდში ზაფხულში დააწინაურეს, მე-7 ტურში შინ „უდინეზესთან“ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ითამაშა.
ლორთქიფანიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრებში ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა და 30-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
„კრემონეზე“ მე-4 წუთზე ტერაჩიანომ წინ გაიყვანა, ხოლო 51-ე წუთზე სტუმრებიდან თავი ძანიოლომ გამოიჩინა.
„კრემონეზე“ 10 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა, ხოლო „უდინეზე“ 9 ქულით მე=11 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი