„კადისმა“, რომელშიც იური ტაბატაძე თამაშობს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-10 ტურში „ბურგოსი“ მიიღო და 1:3 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
„კადისი“ მე-16 წუთზე ონტივეროსმა დააწინაურა, ხოლო 41-ე წუთზე სიერამ საპასუხო ბურთი გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს გონსალეს ბალესტეროსმა „ბურგოსი“ წინ გაიყვანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-15 წუთზე წერტილი მეხიამ დასვა.
„კადისი“ 18 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და ლიდერ სანტანდერის „რასინგს“ ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





