„ნოტინგემ ფორესტის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნოტინგემელებს შონ დაიჩი გაუძღვება.
54 წლის ინგლისელი სპეციალისტი კონტრაქტს 2027 წლის ივნისამდე გააფორმებს. ის ბოლოს „ევერტონში“ მუშაობდა, რომლიდან მიმდინარე წლის იანვარში გაუშვეს. მანამდე, „ბარნლისა“ და „უოტფორდს“ წვრთნიდა.
დაიჩი ამ სეზონში „ნოტინგემის“ მესამე მწვრთნელი იქნება. სექტემბერში კლუბიდან პორტუგალიელი ნუნუ ესპირიტუ სანტუ დაითხოვეს, ხოლო ოქტომბერში ბერძენი ანგე პოსტეკოღლუ.
ლაშა თაბაგარი




