კიტეიშვილმა „შტურმს“ სამი ქულა მოუტანა

0
14

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში მაღალ დონეზე მორიგი მატჩი ჩაატარა. მე-10 ტურში  გრაცელები სტუმრად „ლინცს“ შეხვდნენ და 4:3 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
შეხვედრის 63-ე წუთზე როდესაც ანგარიში 1:1 იყო, კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ, მელოუნმა გრაცელები დააწინაურა. 87-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა საჯარიმოში ბურთი ერთი შეხებით გაისწორა და მეორეთი „ცხრიანში“ გაიტანა. მან ამ სეზონში ჩემპიონატში 7-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო, პლუს ერთი საგოლე პასი მიითვალა. კიტეიშვილმა ავსტრიის თასზე ერთხელ ითამაშა და ამდენივე გოლი შეაგდო. გარდა ამისა, მან უეფას ევროპა ლიგის ერთ შეხვედრაში ერთი ბურთი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი