ირაკლი ეგოიანმა „ექსელსიორის“ მაისურით ნიდერლანდების ერედივიზიონში თავისი პირველი საგოლე პასი მიითვალა. მე-9 ტურში „ექსელსიორმა“ სიტარდის „ფორტუნა“ მიიღო და 1:0 დაამარცხა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. მე-9 წუთზე ეგოიანი მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი დე რეგტს მისცა, რომელმაც „მაკრატელა“ გაიტანა. ეგოიანმა, რომელიც ერედივიზიონში სადებიუტო სეზონს ატარებს, 7 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. „ექსელსიორი“ 9 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





