ზივზივაძე დაბრუნდა – „ჰაიდენჰაიმმა“ ქულა აიღო

0
13

ბუდუ ზივზივაძემ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, რომელიც წითელი ბარათის მიღების გამო გამოუწერეს და „ჰაიდენჰაიმის“ სასტარტო შემადგენლობაში გერმანიის ბუნდესლიგის მე-8 ტურში შინ „ვერდერთან“ 2:2 დასრულებილ მატჩში ითამაშა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი მატჩის დასაწყისში ბრემენელთა მცველს გაცდა და დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
21-ე წუთზე ზივზივაძე სტუმართა საჯარიმოში მეკარეს გაცდა და დაარტყა, თუმცა ბრემენელთა მცველმა ბურთი ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა. ზივზივაძე 79-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრის 50-ე წუთზე ანგარიში ბრემენელებიდან გრულმა გახსნა, ხოლო შიმერმა 67-ე წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა. 69-ე წუთზე სტუმრები წინ სტაგემ გაიყვანა. 83-ე წუთზე ფორენბაჰმა „ვერდერის“ კარი აიღო და მასპინძლებს ქულა გადაურჩინა. „ჰაიდენჰაიმი“ 4 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი