ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას „უნივერსიტატიას“ მაისურით მიმდინარე სეზინში თავისი პირველი გოლი გაიტანა. რუმინეთის სუპერლიგის მე-13 ტურში კრაიოველებმა „უნირეა“ მიიღეს და 3:1 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. მან 72-ე წუტზე დაახლოებით 27-28 მეტრიდან დაარტყა და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა. „უნივერსიტატია“ 27 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა საბა მამაცაშვილმა თავის შვედეთის რანგით მეორე დივიზიონში გამოიჩინა. „კალმარმა“ შინ „ოდევოლდი“ 3:2 დაამარცხა და მამაცაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო 61-ე წუთზე დაახლოებით 25-26 მეტრიდან ლამაზი გოლი გაიტანა. მან ამ სეზონში თავი პირველად გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი





