„სამგურალმა“ ფოთში მოიგო

0
6

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის მეორე სათამაშო დღის პირველი შეხვედრა ფოთში შედგა, სადაც ადგილობრივმა „კოლხეთმა“ „ფაზისზე“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და 2:3 წააგო.
მატჩის მე-3 წუთზე სტუმართა ნახევარზე მყოფმა დიტო ფაჩულიამ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და „სამგურალის“ ბრაზილიელი მცველის ვინისიუსის ფეხიდან ბურთი კარში აღმოჩნდა – 1:0.
მე-18 წუთზე სტუმართა ბრაზილიელი თავდამსხმელი ფოთელთა ნახევარზე ერთ მცველს გაექცა და მარჯვნიდან საჯარიმოში შეჭრილმა პასი დემურ ჩიხლაძეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:1.  35-ე წუთზე გიორგი ხარებავამ მარჯვენა ფლანგიდან წყალტუბოელთა საჯარიმოს გვერდით ხაზიდან „ცაციათი“ ბურთი შორეულ „ცხრიანში“ გაგზავნა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა – 2:1.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში ლაშა შერგელაშვილმა ბურთი „კოლხეთის“ ნახევარზე პარტნიორისგან მიიღო და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მცველებს ირაკლი ჯანჯღავამ დაასწრო, რის შემდეგ თავით გაიტანა – 2:2. 50-ე წუთზე იმავე შერგელაშვილმა ისევ მარცხნიდან საჯარიმოში ვინისიუსი მოძებნა, რომლის თავურის მერე, გიორგი ფანცულაიამ თითქმის კარის ხაზიდან გაიტანა – 2:3. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ბრაზილიელი ტიაგო გომესის გაწვრთნილი „სამგურალი“ 32 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. დავით კვირკველიას თავკაცობით „კოლხეთმა“ 19 ქულა დააგროვა და ბოლოა.
კოლხეთი 1913 2:3 სამგურალი 
ლაშა თაბაგარი