ცნობილი ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი ათენის „პანათინაიკოსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნასთან ახლოსაა, იუწყება Sport24.gr.
ამჟამად, 65 წლის მწვრთნელი საბერძნეთის დედაქალაქშოა, სადაც კლუბის პრეზიდენტ იანის ალაფუზოსს ელაპარაკება. მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს განიხილავენ.
ბენიტესს ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით წელიწადში 5 მილიონი ევრო შესთავაზეს. ის პორტუგალიელ რუი ვიტორიას შეცვლის, რომელიც სექტემბერში დაითხოვეს. ბენიტესი ბოლოს სამშობლოში ვიგოს „სელტას“ წვრთნიდა – 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მარტამდე.
ლაშა თაბაგარი





