საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა პსჟ-მ „სტრასბურგს“ უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში გუნდებმა ქულები გაიყვეს – 3:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც სტუმრები 3:2 იგებდნენ.
პსჟ-დან მე-6 წუთზე ანგარიში ბარკოლამ გახსნა, ხოლო ოც წუთში პანიჩელიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. 41-ე წუთზე „სტრასბურგი“ მორეირამ დააწინაურა. მეორე ტაიმის განახლებიდან ოთხ წუთში პანიჩელიმ დუბლი შეასრულა.
58-ე წუთზე გონსალუ რამუშმა პენალტიდან ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. 79-ე წუთზე სტუმართა კარი მაიულუმ აიღო.
82-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს პსჟ-ს ფეხბურთელმა ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა და ახლო მანძილიდან კვარაცხელიამ თავით ძალიან არაზუსტად დაარტყა. მატჩის მიწურულს ხვიჩა მეტოქის კარის აღებას დაახლოებით 20 მეტრიდან შეეცადა და ბურთი კარს გადაცდა.
ლაშა თაბაგარი





