ონიანი „გაგრას“ „ტორპედოსთან“ მარცხით დაემშვიდობა

0
23

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 წრის პირველ სათამაშო დღე დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე დასრულდა, სადავ „გაგრამ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და 0:2 წააგო.
თამაშის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში, ვლადიმერ მამუჩაშვილმა „გაგრას“ ნახევარზე მეტოქეს აართვა ბურთი, რომელიც ბიორნ იონსენს მიუვიდა, ხოლო საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ნორვეგიელმა ფორვარდმა ძლიერი დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა – 0:1.
81-ე წუთზე ბრაზილიელმა ფელიპე პირესმა თავისი ნახევრიდან დაიწყო იერიში და ცენტრს გადაცდენილმა პასი სერბ კომნენ ანდრიჩს მისცა, რომელმაც საჯარიმოში შესულმა ზუსტად დაარტყა – 0:2.
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი „ტორპედო“ 46 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. „გაგრა“ 33 ქულით მეექვსეა. ცნობისთვის, გიორგი ონიანმა გაგრელთა თავკაცის თანამდებობაზე ბოლო მატჩი ჩაატარა და სეზონის ბოლომდე გუნდს სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩი გაუძღვება.
გაგრა 0:2 ტორპედო 
ლაშა თაბაგარი