გიორგი ქოჩორაშვილი: „ამ დაცემაზე უნდა ვისწავლოთ“

0
21

გიორგი ქოჩორაშვილს მიაჩნია, რომ თანაგუნდელებთან ერთად მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად ესპანეთთან 0:2 მარცხი მალე უნდა დაივიწყონ და ამ დაცემაზე უნდა ისწავლონ.
გიორგი ქოჩორაშვილი: „ჩემი აზრით ესპანეთი მსოფლიოში ნომერ პირველი გუნდია. შევეცადეთ, რომ იმ თამაშის გეგმავს მივყოლოდით რაც თავიდან დასახული გვქონდა და ბოლომდე შეგვესრულებინა. თუმცა, ჩვენს წინააღმდეგ მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ და რა თქმა უნდა ძალიან გაგვიჭირდა ბურთი ან უბურთოდ რამის შექმნა.
შევეცდებით ეს მარცხით მალე დავივიწყოთ და ვისწავლოთ ამ დაცემაზე, ხოლო ხვალიდან უკვე ვიფიქროთ დაძაბულ თამაშზე, რომელიც თურქეთში გველოდება. ყველას დაგვჭირდება მაყურებლის მხარდაჭერა, რომ თავი არ დავხაროთ და ზემოთ ავწიოთ, როგორც მანამდე ვაკეთებდით“.
საქართველოს ნაკრები 14 ოქტომბერს ქალაქ იზმითში თურქეთს შეხვდება, რომელმაც მესამე ტურში სტუმრად ბულგარეთი 6:1 გაანადგურა. ჯგუფში ესპანეთი 9 ქულით ლიდერია, ხოლო თურქეთი 6 ქულით მეორე. საქართველო 3 ქულით მესამეა, უქულო ბულგარეთი კი ბოლოა. ჯგუფში გამარჯვებული მსოფლიო პირველობის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება. მეორე ადგილზე გასული გუნდი პლეი-ოფში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი