მიქაუტაძე: “მოახლოებული თამაშების მოგება გვსურს”

0
19

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, ესპანეთის წინააღმდეგ, ელჩეში გამართავს.
ჩვენი გუნდი მზადებას ალიკანტეში აგრძელებს. შეკრებაზე ჩატარებული მესამე ვარჯიშის შემდეგ, მოახლოებული მატჩების შესახებ ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა.
გიორგი მიქაუტაძე: “ყველა ელოდება მოახლოებულ თამაშებს. ვილიარეალში კარგად მიმიღეს და ყველაფერი კარგად მიდის. მოახლოებული თამაშების მოგება გვსურს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ექვსი ქულა მოვიპოვოთ. ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ქულები გვჭირდება”.
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში ესპანეთი – საქართველოს მატჩი ქალაქ ელჩეში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო საქართველო 3 ქულით მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი