21-წლამდელების ზედიზედ მეორე ფრე

0
14

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ფრედ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა. ქუთაისში ჩრდილოეთ ირლანდიასთან 1:1 დასრულებული შევედრის შემდეგ, რამაზ სვანაძის გაწვრთნილებმა რიგაში ლატვიელ თანატოლებთან დაპირისპირება ანალოგიური ანგარიშით დაასრულეს.
30-ე წუთზე ლატვიელთა კონტრშეტევის დროს, საქართველოს ნაკრების საჯარიმოში გახსნილმა პატიკამ ცენტრალურ მცველ ლუკა ლაცაბიძეს დაასწრო და ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. 39-ე წუთზე დაალოებით 20 მეტრიდან პატრიკიევსმა ძლიერად დაარტყა და დავით მაქაცარიამ ნახტომში ბურთი მოიგერია. ჩვენ გუნდს შესვენებამდე მასპინძლების კართან სახიფათო მომენტი არ შეუქმნია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში ჟალეიკომ 25-ე მეტრიდან სახიფათოდ გაისროლა და მაქაცარიამ ბურთი კუთხურზე უკუაგდო. მასპინძლებმა სტანდარტული ჭკვიანურად გაითამაშეს და სტუმართა საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პატრიკიევსმა კარგი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
59-ე წუთზე ახლო მანძილიდან ლატვიელმა ფეხბურთელმა თავით დაარტყა და მაქაცარიამ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა, ხოლო პატიკამ ზუსტად დაამატა – 1:0.
62-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა კუთხური ჩააწოდა და მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა ლუკა წულუკიძემ მოიგო, დავით ბუკიამ კი ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
72-ე წუთზე გიორგი ტაბატაძემ რეიდი მოედნისცენტრიდან დაიწყო და სამ ლატვიელს გაცდა, რის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, მაგრამ მეკარე ბურთს დაეუფლა. 81-ე წუთზე თემურ ოდიკაძემ დაახლოებით 22 მეტრიდან დაარტყა და ბურთი კარს აცდა,
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და საქართველოს ნაკრები 2 ქულით 6-გუნდიან F ჯგუფში მე-4 ადგილზეა. ჩვენი 21-წლამდელები მომდევნო თამაშს სტუმრად 14 ოქტომბერს მალტასთან ჩაატარებენ. F ჯგუფში ასევე გერმანია და საბერძნეთი გამოდიან, ეს უკანასკნელი 6 ქულით ლიდერია.
ლატვია – საქართველო 1:1 (0:0)
10 ოქტომბერი. რიგა. „ლნკ სპორტა პარკი“.
ლატვია:
პარფიონოვსი, ტიხონოვიჩსი, სუშკო, სემეშკო, მიხალკოვსი (ეველონსი, 90) კრაგლიკსი, ლიზუნოვსი (ბოკსი, 67), ჟალეიკო, პატრიკიევსი (კ), ანისიკო, პატიკა (ჩესნიეკსი, 76).
მთავარი მწვრთნელი:
იაკუბ დოვალი.
საქართველო: მაქაცარია, ბუკია, ნარიმანიძე, ლაცაბიძე (კ), ხარებაშვილი, ბასილაძე (ტაბატაძე, 46), ეგოიანი, ლორთქიფანიძე (პარკაძე, 59), დადიანი, წულუკიძე (ოდიკაძე, 79), გოცირიძე (დეისაძე, 59).
მთავარი მწვრთნელი:
რამაზ სვანაძე.
გოლები: 1:0 პატიკა (59), 1:1 ბუკია (62)
გაფრთხილება:
ბასილაძე (37), ხარებაშვილი (86)
მთავარი მსაჯი:
ჯერემი მიულერი (ლუქსემბურგი)

ლაშა თაბაგარი