საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, ბოსნიაში ადგილობრივ თანატოლებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა მინიმალური სხვაობით წააგო.
ქალაქ ზენიცაში გამართული შეხვედრის 26-ე წუთზე ნიკოლოს ელისაშვილმა ანგარიში პენალტიდან გახსნა. 46-ე წუთზე მასპინძლებიდან საპასხუო ბურთი ბოჟიდარ დიმიტრიჩმა გაიტანა. 73-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარი ადმირ გოიაკიმ აიღო და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა – 2:1.
საქართველოს ნაკრები ბოსნიასთან მეორე თამაშს 12 ოქტომბერს ჩაატარებს. 19-წლამდელები 12-18 ნოემბერს ხორვატიაში ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე მასპინძელი თანატოლების გარდა, სერბეთსა და გიბრალტარს დაუპირისპირდებიან. პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ელიტ რაუნდში ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი





