17-წლამდელებმა ამხანაგურ მატჩში ლიეტუვას აჯობეს

0
17

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ლიეტუველ თანატოლებთან პირველი ამხანაგური თამაში ჩაატარა და 3:0 მოიგო.
შეხვედრის მე-10 წუთზე ანგარიში ლუკა შარიქაძემ გახსნა. 51-ე წუთზე სტუმართა კარი ანდრია ბართიშვილმა აიღო, რომელმაც 68-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
ალექსანდრე კობახიძის გაწვრთნილები ბალტიისპირელებთან მეორე ამხანაგურ შეხვედრას 30 სექტემბერს “მიხეილ მესხი 2”-ზე ჩაატარებენ. თამაში 18:00 საათზე დაიწყება.
ჩვენი 17-წლამდელები ოქტომბერში, ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ისლანდიას და საბერძნეთს უმასპინძლებენ. 3-გუნდიანი ჯგუფიდან, შემდეგ ეტაპზე პირველ-მეორე ადგილზე გასულები მოხვდებიან.
24 ოქტომბერი – საქართველო V ისლანდია | 18:00
30 ოქტომბერი – საქართველო V საბერძნეთი | 18:00
საქართველო 3:0 ლიეტუვა – შემადგენლობა და მატჩის ოქმი

ლაშა თაბაგარი