ლუკა ხორხელმა ტრნავის „სპარტაკის“ შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ტრნაველები სლოვაკეთის თასის 1/32-ფინალში გასვლაზე მე-3 ლიგის წარმომადგენელ „ბელუშას“ შეხვდნენ და 4:0 სძლიეს.
სტუმართა სასტარტოში 21-წლამდელთა ნაკრები ექსნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი იყო, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს. ხორხელი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და ორ წუთში მეტოქის კარი აიღო. ის ტრნავის „სპარტაკში“ სადებიუტო სეზონს ატარებს.
ლაშა თაბაგარი





