ლუკა ხარატიშვილმა „პარდუბიცეს“ შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩეხეთის თასზე ჩაატარა.
1/16-ფინალში „პარდუბიცე“ სტუმრად მე-3 ლიგის „ფრიდეკ-მისტეკს“ შეხვდა და დამატებით დროში 2:1 დაამარცხა. საქართველო 21-წლამდელთა ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და 114-ე წუთზე გააფრთხილეს.
მასპინძლებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ, რადგან ორი ყვითელი ბარათის გამო ფეხბურთელი გაუძევეს. სტუმრებმა საპასუხო ბურთი 71-ე წუთზე პენალტიდან გაიტანეს. „პარდუბიცემ“ გამარჯვების გოლი 106-ე წუთზე შეაგდო.
ლაშა თაბაგარი





