„დუნაისკა სტრედა“ გიორგი გაგუას წყალობით სლოვაკეთის თასის 1/16-ფინალში ითამაშებს. 1/32-ფინალში „დუნაისკა სტრედა“, სადაც ფორვარდი გაგუა თანამემამულე მცველ ცოტნე კაპანაძესთან ერთად გამოდის, სტუმრად მე-3 ლიგის „გაბციკოვოს“ შეხვდა და 1:0 აჯობა.
ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და გაგუამ მატჩის ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე გაიტანა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ, საჯარიმოში ახლო ძელთან გახსნილმა, ბურთი კარში გადაგზავნა.
საქართველოს 21-წლამდელთა ექსთავდამსხმელი „დუნაისკ სტრედაში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და თასზე თავი მეორედ გამოიჩინა, ხოლო ჩემპიონატში ჯერ გოლი არ გაუტანია.
ლაშა თაბაგარი





