გრაცის „შტურმმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილია, ევროპა ლიგის ფაზა წაგებით დაიწყო. პირველ ტურში ავსტრიის მოქმედი ჩემპიონი სტუმრად დანიის „მიდტიულანდს“ შეხვდა და ორი უპასუხო გოლი მიიღო.
მე-7 წუთზე მასპინძლებიდან კუთხური ფრანკულინომ ჩააწოდა და „შტურმის“ მეკარემ ბურთი კარში თავისი ხელით შეაგდო – 1:0. 89-ე წუთზე დიაოს საჯარიმო დარტყმის შემდეგ, კრისტენსენი ისევ უხეშად შეცდა და ბურთი თავის კუთხეში გაუშვა. „შტურმი“ ორი ტაიმის განმავლობაში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და ერთი სახიფათო მომენტიც არ შეუქმნია.
გრაცელებს კიტეიშვილი აკლდათ, რომელსაც მამა გარდაეცვალა და გუნდს დანიაში არ გაყოლია. „ათიანის“ უსამძიმრებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს.
ლაშა თაბაგარი





