გოჩოლეიშვილის პირველი გამარჯვება ბუნდესლიგაში

0
16

„ჰამბურგმა“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილმა გამოდის, გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნების შემდეგ, პირველად მოიგო.
მე-4 ტურში „ჰამბურგმა“ „ჰაიდენჰაიმი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. „ჰაიდენჰაიმის“ განაცხადში ჩვენი ეროვნული გუნდის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე არ იყო, რომელსაც წინა ტურში გაძევებისთვის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
მასპინძლებიდან 42-ე წუთზე ანგარიში ვუსკოვიჩმა გახსნა, ხოლო 59-ე წუთზე ფილიპმა სტუმართა კარი მეორედ აიღო. „ჰამბურგი“ 4 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა, ხოლო უქულო „ჰაიდენჰაიმი“ ბოლოა.
ლაშა თაბაგარი