კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტური თბილისში „მიხეილ მესხი 2“-ზე დასრულდა, სადაც საგარეჯოს „გარეჯმა“ „გაგრა“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
21-ე წუთზე საგარეჯოელებმა კუთხური ჩააწოდეს და მასპინძელთა ფეხბურთელის თავურის შემდეგ, არსენ სიუკაევი ბურთი მოიგერია, მაგრამ გიორგი გოგოლაშვილმა ახლო მანძილიდან ვარდნაში დაამატა – 1:0.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-7 წუთზე გაგრელთა ბრაზილიელმა ლეგიოენრმა კლაუდინეიმ თავის საჯარიმოში ნიკა კაჭარავა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თორნიკე ძებნიაურმა გაიტანა – 2:0.
66-ე წუთზე სტუმართა შეტევის დროს მარცხენა ფლანგიდან ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ ზუსტი პასი საჯარიმოში გახსნილ დავით გოცირიძეს გაუკეთა, რომელმაც მცველს დაასწრო და თავით გაიტანა. 87-ე წუთზე მათე ცინცაძემ მოედნის ცენტრიდან გრძელი პასი მარცხენა ფრთაზე საბა ზოიძეს გაუკეთა, რომლის ჩაწოდების შემდეგ გოცირიძემ თავით დუბლი შეასრულა – 2:2.
გიორგი ონიანის გაწვრთნილი „გაგრა“ 33 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეექვსეა, ხოლო „გარეჯი“ 23 ქულით მერვეა.
გარეჯი 2:2 გაგრა
ლაშა თაბაგარი





