გიორგი ქოჩორაშვილის აზრით, საქართველოს ნაკრები აქამდე სწორედ იმიტომ მოვიდა, რომ არასოდეს ნებდება. მან ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემოიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში შინ ბულგარეთთან გასამართ მატჩამდე განაცხადა.
გიორგი ქოჩორაშვილი: “აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით. ყოველთვის გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების და შინაგანი ძალის. არასდროს ვჩერდებით დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომ ვასიამოვნოთ ჩვენს გულშემატკივარს და თამაში გამარჯვებით დავასრულოთ. ეს ვერ მოვახერხეთ თურქეთთან, მაგრამ დარწმუნეული ვარ, თუ იგივე შემართებით ვითამაშებთ, ერთიანობით ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ”.
საქართველო-ბულგარეთის მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





