„ტორინოს“ მცველის საბა საზონოვის ტრანსფერი ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „ხეტაფეში“ ჩაიშალა, იუწყება Toro Goal.
ესპანელებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის იჯარით ასაყვანად რამდენიმე წუთი დააკლდა. ლა ლიგაში ხელფასებზე დაწესებული ზედა ზღვარის გამო, თავდაპირველად „ხეტაფეს“ ინგლისის „კრისტალ პალასიდან“ კრისანტუს უჩეს ტრანსფერის გაფორმება მოუწია. ამის შემდეგ, ისინი საზონოვის ტრანსფერს მიუბრუნდნენ, მაგრამ მოთამაშის დარეგისტრირება დროულად ვერ მოხერხდა.
„ტორინოს“ ხელმძღვანელებ 23 წლის საზონოვის არ ეიმდებათ და ამიტომ, იმ ქვეყნის ლიგაში განათხოვრება სურთ, სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა.
2024-2025 წლების სეზონში „ტორინომ“ საზონოვი „ემპოლიში“ გაანათხოვრა, მაგრამ სექტემბერში ფეხბურთელმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მთელი სეზონი გაუცდა. თუმცა, მან ივნისში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში სლოვაკეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატში ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





