ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სექტემბერში გასამართი მატჩებისთვის ნეიმარის არგამოძახების მიზეზი განმარტა.
„ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მოთამაშის ფიზიკური მდგომარეობით განპირობებული არაა, არამედ, რამდენიმე ფაქტორითაა განსაზღვრული. ნეიმარის ნიჭზე ვერავინ იდავებს, მაგრამ ჩვენ პირველ ყოვლისა მისი და სხვა მოთამაშეების ფიზიკურ მდგომარეობას ვაფასებთ. კოკურენცია უდიდესია – ჩვენ 70 ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ნაკრებში მოხვედრის პრეტენდენტები არიან.
გვსურს უფრო ინტენსიური და საიმედო ვიყოთ დაცვაში, ხოლო ბურთს სწრაფად ვაკონტროლებდეთ. ბალანსს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. მე უკვე მაქვს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატისთვის განაცხადის მონახაზი. ყველაზე დიდი შეცდომა იქნება 25 მოთამაშის არასწორად შერჩევა. ხარისხი გვაქვს, მაგრამ მთავარი გუნდის ძალაა.
ბრაზილიას 24 წელიწადია მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია. დრო დადგა. პასუხისმგებლობა უდიდესია, მაგრამ მთელი ქვეყნის მოტივაციას ასევე მნიშვნელობა აქვს“ – იუწყება ანჩელოტის ნათქვამს ბრაზილიიური მედია.
ბრაზილია 5 სექტემბერს სახლში ჩილესთან, ხოლო 10 სექტემბერს სტუმრად ბოლივიასთან ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





