გიორგი წიტაიშვილმა „მეცში“ გადასვლის შემდეგ, საფრანგეთის 1-ში თავისი პირველი საგოლე პასი შეასრულა. მე-3 ტურში „მეცი“ გასვლაზე „პარიზს“ შეხვდა და 2:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე გარემარბი გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი სტუმრების სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ისინი წინა ტურში „ლიონთან“ წაგებული თამაშის მსგავსად 62-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის 52-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 2:1 იგებდნენე, ტრაორემ მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა ბურთი, რომელიც წიტაიშვილს გადააწოდა, ხოლო საჯარიმოშ შესულმა ქართველმა პასი ისევ ტრაორეს გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გაათანაბრა.
ლიგა 1-ში წელს დაბრუნებულ „პარიზს“ ჯერ ქულა არ აუღია და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





