გოგლიჩიძემ სადებიუტო მატჩში „ინტერთან“ მოიგო

0
8

საბა გოგლიჩის ოფიციალური დებიუტი „უდინეზეში“ იტალიის სერია A-ს მე-2 ტურში სტუმრად მილანის „ინტერთან“ 2:1 მოგებულ მატჩში შედგა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
მილანელები მე-17 წუთზე დუმფრისმა დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან 29-ე წუთზე საპასუხო ბურთი დევისმა გაიტანა. მე-40 წუთზე „უდინეზედან“ თავი ატამ გამოიჩინა და ეს გოლი მატჩში უკანასკნელი აღმოჩნდა. „უდინეზე“ 4 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი