ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურის ცენტრალურ მატჩში მოქმედმა ჩემპიონმა „ლივერპულმა“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე მერსისაიდელთა თადარიგში იყო და არ უთამაშია. მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი 83-ე წუთზე სობოსლაიმ გაიტანა. „ლივერპული“ 9 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერია.
რუმინეთის სუპერლიგის მე-8 ტურში ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატია“ სტუმრად „ბოტოშანს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. „უნივერსიტატია“ 20 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.
ლაშა თაბაგარი





