მიქაუტაძემ „ვილიარეალთან“ კონტრაქტი გააფორმა – ქართველს „ლიონის“ ფანებმა უმღერეს

0
10

გიორგი მიქაუტაძე კარიერას ესპანეთის ერთ-ერთ წამყვან კლუბ „ვილიარეალში“ განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი გააფორმა. ის ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.  „ვილიარეალს“ მიქაუტაძის შეძენა 30 მილიონი ევრო დაუჯდა, რაც კლუბის ისტორიაში ტრანსფერში გადახდილი სარეკორდო თანხაა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურში „ლიონმა“ შინ „მარსელი“ 1:0 დაამარცხა. განვლილ მატჩში ერთადერთი გოლი ბალერდიმ საკუთარ კარში გაიტანა. მიქაუტაძემ თამაშს თვალი ტრიბუნიდან ადევნა. მას „ლიონის“ ფანებმა პატივისცემის ნიშნად უმღერეს. მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი მოედანზე გავიდა და “ლიონის” ქომაგებს დაემშვიდობა. ამის შემდეგ, ის “ლიონის” მოთამაშეებმა კორიდორში გაატარეს, რასაც ტრიბუნებიდან სკანდირება მოჰყვა: “მიქაუტაძე, მიქაუტაძე”.
ლაშა თაბაგარი