ლოჩოშვილის „ნიურნბერგის“ პირველი ქულა სეზონში

0
14

„ნიურნბერგმა“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, სეზონის სტარტზე ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, პირველი ქულა აიღო.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-4 ტურში „ნიურნბერგმა“ „პადერბორნი“ მიიღო და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
„ნიურნბერგი“ 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი