გიორგი გოჩოლეიშვილისთვის ჰამბურგული დერბი წარუმატებელი აღმოჩნდა. გერმანიის პირველი ბუნდესლიგის მე-2 ტურში „ჰამბურგმა“ „ზანკტ პაული“ მიიღო და 0:2 წააგო.
სტუმრები მე-19 წუთზე დზვიგალამ დააწინაურა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო 26-ე წუთზე მსაჯთან კამათისთვის გააფრთხილეს. 48-ე წუთზე გოჩოლეიშვილმა თავისი ნახევრრიდან ზუსტი პასი გაუკეთა კონიგსდორფს, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმეს და თამაშგარის გამო გოლი გაუქმდა.
მე-60 წუთზე ჰონტონჯიმ „ზანკტ პაული“ კიდევ უფრო წინ გაიყვანა. 77-ე წუთზე გოჩოლეიშვილმა თავის ნახევარზე ორთაბრძოლის დროს მეტოქე ფეხბურთელი წააქცია და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა, რის გამო, ქართველმა თამაში ნადრევად დაასრულა.
„ჰამბურგი“ 1 ქულით 18-გუნდიან ბუნდესლიგაში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





