დაჩი ლორთქიფანიძე „კრემონეზეს“ განაცხადში ზედიზედ მეორედ მოხვდა. იტალიის სერია A-ს მეორე ტურში კრემონელებმა შინ „სასუოლო“ 3:2 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი თადარიგში იყო, მაგრამ ისევ არ უთამაშია.
მასპინძლები 37-ე წუთზე ტერაჩიანომ დააწინაურა, ხოლო ორ წუთში ვასკესმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 63-ე წუთზე პინამონტომ ერთი გოლი გაქვითა. 73-ე წუთზე ბერარდიმ ანგარიში გაათანაბრა. „სასუოლოს“ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე დე ლუკამ მოაგებინა.
„კრემონეზე“ 6 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





