კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გიორგი ჭიაბრიშვილის თავკაცობით ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მატჩის 26-ე წამზე ქუთაისელმა ფეხბურთელმა თავის ნახევარზე ბურთი ძალიან ცუდად დაუბრუნა პარტნიორს და მეკარესთან პირისპირ თორნიკე კირკიტაძე გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0.
35-ე წუთზე მასპინძლების ნახევარზე ჯარიმა დაინიშნა და ვლადიმერ მამუჩაშვილმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა სერბმა ფორვარდმა კომნენ ანდრიჩმა თავით გაიტანა – 1:1.
მე-40 წუთზე გვინეელმა სორი მანემ კარგი პასით ბათუმელთა მეკარეს ნორვეგიელი ბიორნ იონსენი შეატოვა, რომელმაც „ტორპედო“ წინ გაიყვანა – 1:2.
82-ე წუთზე უკრაინელმა არტიომ მილჩენკომ სტუმართა საჯარიმოში მიიღო ბურთი და ერთ მცველს გაცდა, რის შემდეგ პასი გურამ ჯაფარიძეს გაუკეთა, რომელმაც თავის მხრივ ასისტენტობა ალბანელ უერდი მარას გაუწია, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
ბათუმის „დინამო“ 35 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა, ხოლო გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი „ტორპედო“ 33 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი





