კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში გათამაშების ლიდერი თბილისის „იბერია“ სტუმრად წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
მატჩის პირველ წუთზე ყვითელი ბარათი დემურ ჩიხლაძემ მიიღო, რომელიც 23-ე წუთზეც გააფრთხილეს და გააძევეს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 49-ე წუთზე ლუკა სილაგაძე მასპინძლების საჯარიმოშ მარცხნიდან ბურთიანად შევიდა და ერთ მეტოქეს გაცდა, რის შემდეგ პასი ნიკოლოზ დადიანს გაუკეთა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.
„იბერია“ 52 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველია, ხოლო ბრაზილიელი ტიაგო გომესის გაწვრთნილი „სამგურალი“ 23 ქულით მეშვიდეა.
სამგურალი 0:1 იბერია 1999
ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილმა თბილისის „დინამომ“ საგარეჯოს „გარეჯს“ დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. „დინამო“ 38 ქულით მესამეა, გიორგი მიქაძის დამოძღვრილი „გარეჯი“ კი 21 ქულით მერვეა.
დინამო თბ 0:0 გარეჯი
ლაშა თაბაგარი





