პაოკი, რომელსაც ლუკა გუგეშაშვილი მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, უეფას ევროპა ლიგის საერთო ეტაპზე ითამაშებს. პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ბერძნებმა სტუმრად ხორვატიის „რიეკა“ 1:0 დაამარცხეს, ხოლო შინ მეტოქე 5:0 გაანადგურეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე თადარიგში იყო და არ უთამაშია.
მასპინძლებიდან ანგარიში მე-12 წუთზე მეიტემ გახსნა, ხოლო 25-ე წუთზე „რიკას“ კარი კონსტანტელიასმა აიღო. 56-ე წუთზე პაოკიდან თავი ჩალოვმა გამოიჩინა. 77-ე წუთზე გოლი გუაკოუმაკისმა გაიტანა, 89-ე წუთზე კი წერტილი პელიკასმა დასვა.
ლაშა თაბაგარი





