ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის უეფას ევროპა ლიგას პლეი-ოფში დაემშვიდობა და კონფერენს ლიგის საერთო ეტაპზე ითამაშებს.
სლოვაკეთის ჩემპიონი პლიე-ოფის პირველ შეხვედრაში შინ შვეიცარიის „იანგ ბოიზთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო სტუმრად 2:3 წააგო. შვეიცარიაში ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტოში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლები 29-ე წუთზე გიგოვიჩმა დააწინაურა, ხოლო 37-ე წუთზე ბედიამ „იანგ ბოიზი“ კიდევ უფრო დააწინაურა. 43-ე წუთზე მაკმა ერთი ბურთი გაქვითა. 52-ე წუთზე გიგოვიჩმა დუბლი შეასრულა. 87-ე წუთზე ბრატისლაველებიდან თავი სტრელეცმა გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი





