კიტეიშვილის „შტურმი“ ევროპა ლიგის ძირითად ეტაპზე იასპარეზებს

0
16

გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, როგორც მოსალოდნელი იყო ნორვეგიის „ბოდო/გლიმტთან“ ხუთბურთიანი ჩამორჩენა ვერ აღმოფხვრა და ევროპა ლიგის ძირითად ეტაპზე გადაერთო.
ავსტრიულმა გუნდმა პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად ნორვეგიაში 0:5 წააგო, ხოლო სახლში 2:1 გაიმარჯვა და ჩემპიონლთა ლიგას დაემშვიდობა.
გრაცში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში  იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს.
მე-15 წუთზე სტუმრები იორგენსენმა დაწინაურა, რომელმაც ჰაუგეს ძალიან კარგი პასი გამოიყენა და საჯარიმოში გახსნილმა ზუსტად დაარტყა – 0:1. 30-ე წუთზე კიტეიშვილმა სტუმართა საჯარიმოში ზუსტი გადაცემით ჰორვატი მოძებნა, რომლის დარტყმული მეკარემ მოიგერია, მაგრამ იატამ თავით დაამატა – 1:1. 73-ე წუთზე ოერმანმა მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს გარედან დაარტყა – ბურთი ნორვეგიელ მცველს შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა,
„ბოდო/გლიმტი“ არსებობის მანძილზე პირველად ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს.
ასევე თავის ისტორიაში პირველად ანალოგიურ წარმატებას კვიპროსის „პაფოსმა“ მიაღწია, რომელმაც ორი მატჩის ჯამში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ აჯობა. კვიპროსელებმა შინ სერბები 1:0 დაამარცხეს, ხოლო სტუმრად გაცილებით ტიტულიან მეტოქესთან არ წააგეს – 1:1.
ლაშა თაბაგარი