გადრანი და ზარია ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებენ

0
25

ალმათის „ქაირათი“, რომელშიც მცველი ლუკა გადრანი და შემტევის ნახევარმცველი გიორგი ზარია გამოდიან, არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს.
ყაზახურმა გუნდმა პლეი-ოფის პირველი მატჩი სტუმრად გლაზგოს „სელტიკთან“ 0:0 დაასრულა. ალმათიში გამართული შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ასევე უგოლოდ დამთავრდა.
პენალტების სერიაში „ქაირათმა“ 3:2 გაიმარჯვა. ალმათელთა მეკარე ანარბეკოვმა სამი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. განვლილ თამაშში გადრანი თადარიგში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა, ხოლო ზარია განაცხადში არ ფიგურირებდა.
ლაშა თაბაგარი