ილიევმა ესპანეთთან და საქართველოსთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

0
21

ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიან ილიევმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შინ 4 სექტემბერს ესპანეთთან, ხოლო 7 სექტემბერს სტუმრად საქართველოსთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. მან შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია.
მეკარეები: დიმიტარ მიტოვი (აბერდინი), ივან დიულგეროვი (შერიფი), სვიატოსლავ ვუცოვი (ლევსკი).
მცველები: ალექს პეტკოვი (კიფისია), როზენ ბოჟინოვი (როიალ ანტვერპენი), კრისტიან პეტროვი (ჰერენვენი), ფაბიან ნურნბერგერი (დარმშტადტი), კრისტიან დიმიტროვი (ლევსკი), ანტონ ნედიალკოვი (ლუდოგორეცი), ნიკოლაი მინკოვი (ბოტევი პლოვდივი), ჟივკო ატანასოვი (ჩერნო მორე), ემილ ცენოვი (ცსკა 1948).
ნახევარმცველები: ილია გრუევი (ლიდსი), ანდრიან კრაევი (თელ ავივი ჰაპოელი), გეორგი მილანოვი (ბუქარესტის დინამო), სტანისლავ შოპოვი (ოსიეკი), მარინ პეტკოვი (ლევსკი), ვასილი პანაიოტოვი (ჩერნო მორე), ივაილო ჩოჩევი (ლუდოგორეცი), სვიატოსლავ კოვაჩევი (არდა).
თავდამსხმელები: კირილ დესპოდოვი (პაოკ), მარტინ მინჩევი (კრაკოვია), ლუკას პეტკოვი (ელვერსბერგი), ალექსანდრ კოლევი (ნატონი), ვლადიმერ ნიკოლოვი (კორონა), რადოსლავ კირილოვი (ლევსკი).
ლაშა თაბაგარი