ლუკას ვასკესი კარიერას ლევერკუზენის „ბაიერში“ განაგრძობს. 34 წლის ესპანელმა მარჯვენა მცველმა გერმანულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „ბაიერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულში ამოეწურა.
ვასკესი „რეალის“ აღზრდილია, რომლის პირველ გუნდში 2015 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 402 მატჩში 38 გოლი გაიტანა. მან მადრიდელებთან ერთად 23 ტიტული მოიგო.
ლაშა თაბაგარი





