ყაზაიშვილის მორიგი გოლი

0
17

ვაკო ყაზაიშვილმა „შანდუნის“ რიგებში ჩინეთის სუპერლიგაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 22-ე ტურში „შანდუნმა“ „ქინგდაო“ მიიღო და 3:2 დაამარცხა.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:1 იყო, მეტოქის საჯარიმოში ბურთი ჯერ მუხლით დაამშავა, ხოლო შემდეგ მარცხენა ფეხით კარში გადაგზავნა – 3:1. ის 88-ე წუთზე შეცვალეს. ყაზაიშვილმა ამ სეზონში სუპერლიგაში ჩატარებულ 22 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი