ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას „უნივერსიტატიას“ მაისურით რუმინეთის სუპერლიგაში მორიგი საგოლე პასი შეასრულა.
მე-7 ტურში კრაიოველებმა „პეტროლული“ მიიღეს და 2:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მე-80 წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, მექვაბიშვილის გადაცემის შემდეგ, ბაიარამიმ გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში რუმინეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 6 შეხვედრაში 4 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ერთხელ თანაგუნდელს უეფას კონფერენს ლიგაში გაატანინა.
ლაშა თაბაგარი





