„ფროზინონემ“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, იტალიის სერია B-ში ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
პირველ ტურში „ფროზინონე“ შინ „აველინოს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსგარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს.
შეხვედრის მე-4 წუთზე ანგარში კაცუაპისმა გახსნა, ხოლო 28-ე წუთზე სტუმართა კარი მარჩიზამ აიღო. მასპინძლებს 62-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს, მაგრამ ამას სამი ქულის აღებაში ხელი არ შეუშლია.
ლაშა თაბაგარი





