ჟერომ როთენი: „კვარაცხელია საკუთარ თავს საერთოდ არ ჰგავს“

0
10

საფრანგეთის ეროვნული გუნდისა და პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერომ როთენმა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.
„კვარაცხელიას პრეტენზიას რაზეც ვუყენებ, ეს სწორედ მისი ძლიერი მხარეა – თავდადება. დიახ, ის მატჩებს ძალიან შემჭიდროვებული გრაფიკით ატარებს, მაგრამ დასავენებლად რამდენიმე დღე მაინც ჰქონდათ. მე არ ვთხოვ, რომ ახლა სათამაშო ფორმის პიკში იყოს, მაგრამ როდესაც საუბარი „ოქროს ბურთზეა, მომთხოვნი უნდა იყო. არ ვიცი მიიღებს თუ არა ამ ჯილდოს, თუმცა, როდესაც მასზე პრეტენზია გაქვს, მოედანზე გასულმა შენი დონე მაშინვე უნდა აჩვენო.
არ ვამბობ, რომ ის ყოველთვის უზადო, ეფექტური და გენიალური უნდა იყო, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ სეზონის დასაწყისში თითქოს ის საკუთარ თავს საერთოდ არ ჰგავს“ – იუწყება ფრანგული მედია როთენის ნათქვამს.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ში 5 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მანამდე, მან ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილასთან“ მოგებულ მატჩში გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი