საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ყველა 1/4-ფინალისტი გაირკვა. 1/8-ფინალის ბოლო მატჩში თასის მოქმედმა მფლობელმა თბილისის „სპაერმა“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში აჯობა.
დავით კვირკველიას გაწვრთნილი ფოთელები მე-5 წუთზე სანდრო ავალიანმა დააწინაურა, ხოლო მე-60 წუთზე ნიკოლოზ ცხოვრებაშვილმა სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
73-ე წუთზე ერთი ბურთი გიორგი ცეცხლაძემ გაქვითა, რომელმაც 84-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა. თუმცა, მან მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. სამ წუთში „სპაერიდან“ გიგა სამხარაძემ, ხოლო „კოლხეთიდან“ თორნიკე შეყილაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღეს და ორივე გააძევეს.
105-ე წუთზე გიორგი ცეცხლაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო ოთხ წუთში „პოკერი“ გაიფორმა.
საქართველოს თასის 1/4-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
1/4 ფინალი
“მეშახტე” – “იბერია 1999″ (თბილისი)
“ლოკომოტივი” (თბილისი) – “დინამო” (ბთ)
“დილა” (გორი) – “სპაერი” (თბილისი)
“რუსთავი” – “სამტრედია”
1/2 ფინალი
“მეშახტე” – “იბერია 1999″ (თბილისი)
“ლოკომოტივი” (თბილისი) – “დინამო” (ბთ)
“დილა” (გორი) – “სპაერი” (თბილისი)
“რუსთავი” – “სამტრედია”
ლაშა თაბაგარი





