საქართველოს ეროვნული ნაკრების და „ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე ზაფხულში საფრანგეთის ლიგა 1-ის ორი კლუბის წინადადება უარყო, იუწყება ჟურნალისტი საშა ტოველიერი.
მიქაუტაძემ უარით „რენი“ და ლიგა 1-ის დებიუტანტი „პარიზი“ გაისტუმრა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელის შეძენით „აინტრახტიც“ სერიოზულადაა დაინტერესებულია. გერმანული კლუბის ხელმძღვანელები მიქაუტაძეს ფრანგი ფორვარდის ელიე ვაის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელმაც შესაძლოა კლუბი დატოვოს.
24 წლის მიქაუტაძემ განვლილ სეზონში, რომელიც მისთვის „ლიონში“ სადებიუტო იყო, ყველა ტურნირში ჩატარებულ 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. მან მიმდინარე სეზონის სტარტზე „ლიონს“ სტუმრად „ლანსთან“ ჩატარებულ მატჩში 1:0 მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი





