ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდებში ახალი სეზონი საუცხოოდ დაიწყო. „ექსელსიორი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „კამბურს“ შეხვდა და 4:0 დაამარცხა.
ეგოიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის მე-17 წუთზე სტუმრების კონტრშეტევის დროს, დე რეხტმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში პასი ეგოიანს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
23-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა დე რეხტი, ამ უკანასკნელმა კი მეტოქის კარის ბურთი კარს ააცილა.
31-ე წუთზე ეგოიანი მეტოქის ნახევარზე ერთ კამბურელს გაცდა და ბურთი საჯარიმოში გახსნილ ნაუიოკს გადააწოდა, რომელმაც თავის გუნდი კიდევ უფრო წინ გაიყვანა.
42-ე წუთზე სტუმრებიდან თავი გარდენმა გამოიჩინა. 68-ე წუთზე ეგოიანი მარცხენა ფლანგზე ერთ მეტოქეს გაექცა და საჯარიმოში შესულმა გადაცემა იანსენს გაუკეთა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. ერთ წუთში ნაუიოკსმა დუბლი შეასრულა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
22 წლის ეგოიანს „ექსელსიორში“ დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა. მან 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა. 22 წლის ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში 30-ჯერ მოხვდა და 26-ჯერ შეუცვლელად იასპარეზა.
ლაშა თაბაგარი





