ბერიაშვილი ტრავმის გამო ნაადრევად შეცვალეს

0
5

ირაკლი ბერიაშვილმა, რომელიც ბუდაპეშტის მტკ-ში გამოდის ტრავმა მიიღო. უნგრეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში მტკ-მ „პუშკაშ აკადემია“ მიიღო და 2:3 დამარცხდა.
ბერიაშვილი ტრავმის გამო 22-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც სტუმრები 1:0 იგებდნენ. მისი მოედნიდან გასვლიდან ერთ წუთში „პუშკაშ აკადემიამ“ მეორე გოლი გაიტანა.
მასპინძლებმა ერთი ბურთი 52-ე წუთზე გაქვითეს, ხოლო 78-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე მესამე გოლი გაუშვეს და მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდნენ.
სამი ტურის შემდეგ, მტკ 4 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ბერიაშვილი მტკ-ში მესამე სეზონია გამოდის და სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს. მას ჩვენს ეროვნულ გუნდში დებიუტი მიმდინარე წლის 26 მარტს თბილისში ისრაელთან 2:2 დასრულებულ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა და სულ ოთხი შეხვედრა ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი